კრწანისი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციაა. თბილისის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს, მაგრამ ამავდროულად ქალაქის ხმაურისგან მოშორებით მდებარე ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რომელიც იდეალური ადგილია საცხოვრებლად. ახალი პრემიუმ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი Terrametric კრწანისი სწორედ მათთვის არის საინტერესო, ვინც ბინას საცხოვრებლად ან გრძელვადიანი გაქირავებისთვის ეძებს.
დაბალსართულიანი განაშენიანება, თბილისის პანორამული ხედები და მომავალი მაცხოვრებლების მოთხოვნებზე მორგებული გარემო პროექტს საცხოვრებლად განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის.
Terrametric კრწანისი 3 საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება. კომფორტული ცხოვრებისთვის კომპლექსში გათვალისწინებულია ღია აუზი, საბავშვო მოედანი, გამწვანებული ეზო მოსასვენებელი სივრცეებით, ლობი კონსიერჟის სერვისით, 24-საათიანი დაცვა, ელექტროდამტენებითა და სათავსოებით აღჭურვილი პარკინგი. სკოლასთან, საბავშვო ბაღთან და სამედიცინო დაწესებულებებთან სიახლოვე ოჯახთან ერთად აქ ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
პრემიუმ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი და სწორად დაგეგმარებული ბინები. პროექტის ავტორებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს მომავალი მაცხოვრებლების სურვილები და მოთხოვნები. შესაბამისად, Terrametric კრწანისის შეთავაზება მოიცავს 1, 2, 3 და 4-საძინებლიან ბინებს და პენტჰაუსს პანორამული ხედით თბილისზე. აქ ცხოვრება რომ ყველა ოჯახის წევრისთვის, მათ შორის შინაური ცხოველებისთვისაც კომფორტული ყოფილიყო, არჩევანში ეზოიანი და ტერასიანი ბინებიც არის გათვალისწინებული.
Terrametric კრწანისში ბინები ბარდება მწვანე კარკას+ კონდიციით, რაც გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობის სისტემით, ჭკვიანი სახლის ელემენტებით, ალუმინის ვიტრაჟებით და დამცავი დარაბებით.

“მშენებლობაში 10-წლიანი გამოცდილების შემდეგ, Terrametric კრწანისი ჩვენთვის, როგორც დეველოპერული კომპანიისთვის, პირველი პროექტია. შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით პროექტის თითოეულ დეტალს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის სამშენებლო ხარისხია. სწორედ ამიტომ პროექტში ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს. ჩვენი მომავალი მაცხოვრებლების მშვიდი ცხოვრებისთვის კი პროექტი სრულად აღჭურვილია ენერგოეფექტური მასალებით და ხმისა და თბოიზოლაციის სისტემებით.” — აცხადებენ კომპანიაში.

პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და 2 ბლოკი უკვე ფინალურ ეტაპზეა. შესაბამისად, ვინც რემონტის დაწყებას და საცხოვრებლად გადასვლას წლის ბოლოს განიხილავს, Terrametric კრწანისი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ხოლო ვინც საცხოვრებლად გადასვლას არ ჩქარობს და გრძელვადიანი განვადება აინტერესებს, აპრილში კომპანიამ ახალი ბლოკის გაყიდვები დაანონსა, სადაც ბინის შეძენა 0%-იანი პირველადი შენატანით არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია „თიბისი ბანკის“ მიერ და ჩართულია დეველოპერული მხარდაჭერის პროგრამაში, რაც გულისხმობს, რომ ხარისხის, ვადების და ფინანსური განახარჯების მაკონტროლებელი სწორედ „თიბისი ბანკია“.