Terrametric - “ტერამეტრიკ კრწანისი”- საცხოვრებლად უნიკალური გარემო ძველ თბილისში

შეუკვეთე ზარი

სახელი და გვარი
ტელეფონის ნომერი
საკონტაქტო ფორმა

“ტერამეტრიკ კრწანისი”- საცხოვრებლად უნიკალური გარემო ძველ თბილისში

5 ნოემბერი, 2024

“ტერამეტრიკმა” თბილისის ისტორიულ უბანში გამორჩეული კონცეფციის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის, რომელიც მოიცავს სამ დამოუკიდებელ ენერგო ეფექტურ ბლოკს საცხოვრებელი ბინებით,  მრავალფუნქციური კომერციული და საოფისე ფართებით.

 

ბლოკებს აერთიანებს 5 000 კვადრატული მეტრი  კეთილმოწყობილი ეზო, რეკრეაციული მოსასვენებელი სივრცეებითა და  საბავშვო თუ სპორტული მოედნებით. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ღია აუზიც, სადაც მობინადრეები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

 

“ტერამეტრიკ კრწანისის” ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად არის გათვლილი ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე მაცხოვრებელზე. ამასთან, კომპლექსი უზრუნველყოფილია 24/7-ზე დაცვის, დასუფთავებისა და კონსიერჟის მომსახურებით.

 

 

დასაწყისში, დეველოპერული კომპანიისთვის მთავარი გამოწვევა ადგილმდებარეობის შერჩევა იყო. ისეთის, რომელიც მაცხოვრებლებს მისცემდა, როგორც კომფორტული გადაადგილების, ისე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას. ეს კრიტერიუმი კრწანისის უბანმა იდეალურად დააკმაყოფილა.

 

“ტერამეტრიკ კრწანისის” მაცხოვრებლებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, იცხოვრონ  ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს, ისუნთქონ სუფთა ჰაერი და დატკბნენ მშვიდი, გამონაბოლქვისა და ხმაურისაგან მაქსიმალურად დაცული გარემოთი. კომპლექსი გარშემორტყმულია ბუნებრივი სიმწვანითა და ხელშეუხებელი ხედებით.

 

პროექტში ასევე გათვალისწინებულია დღეს ყველასათვის პრობლემური და მტკივნეული- პარკირების საკითხი. საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა დახურული საპარკინგე სივრცე, სადაც მობინადრეები უსაფრთხოდ შეძლებენ ავტომობილების გაჩერებას.  ასევე გამოყოფილი იქნება დაცული სადგომები ბავშვების ეტლებისა და ველოსიპედებისთვის. 

 

 

ტერიტორიაზე განსაკუთრებული პირობებია შექმნილი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც. მათთვის სპეციალურად არის გამოყოფილი გარე სივრცეები, სადაც შეგეძლებათ ათამაშოთ, ავარჯიშოთ, დაბანოთ და მოაწესრიგოთ ისინი.

 

გარემოსა და კომფორტის გარდა, დეველოპერული კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია, რისი დასტურიც მშენებლობის ყველა სტანდარტის უმაღლეს დონეზე დაცვაა. ფასადების შეფუთვა დაგეგმილია ვენტილირებადი მასალით, შიდა ტიხრებზე კი, გათვალისწინებულია ხმის დამხშობი ბლოკები იზოლაციისა და სიმყუდროვისთვის.

 

კომპლექსში წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია.  მშენებლობის საწყის ეტაპზე ფართის შეძენის შემთხვევაში, მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლება და პირობები : 0%-იანი შიდა განვადება, თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი და მხოლოდ 20%-იანი წინასწარი შენატანი.

 

“ტერამეტრიკ კრწანისის” მშენებლობის დასრულება 2026 წელს იგეგმება.

Blog Details